საქართველოს მთავრობის განკარგულება №1053

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ რიგ ღონისძიებათა
განხორციელების თაობაზე

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განახორციელოს სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, მდინარე ენგურზე სახიდე გადასასვლელის, აგრეთვე ზუგდიდი-ხობის საზღვარზე, სოფელ ცაიშში ახალი ნაგავსაყრელის ფუნქციონირებისათვის საჭირო დაბეტონებული გზისა და ხიდის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის, დამატებითი თანხების საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს დამატებითი ასიგნებების გამოყოფის თაობაზე.

3. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კა-ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად და შეზღუდულ ვადებში ჩატარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური