საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1041

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ


1. "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თვითმმართველ ქ. ქუთაისსა და ჭიათურის, ტყიბულის, თერჯოლის, ყაზბეგის, თიანეთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 5 029 000 (ხუთი მილიონ ოცდაცხრა ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) თვითმმართველ ქ. ქუთაისს - 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა.ა) ქ. ქუთაისში ვიდეოკონტროლის სისტემის მოწყობა;
ა.ბ) ქ. ქუთაისში კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია;
ა.გ) მრავალსართულიანი ბინების დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია;
ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტს - 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ბ.ა) ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია;
ბ.ბ) საგზაო ნიშნების დაყენება და ქუჩების დახაზვა;
ბ.გ) სახელოვნებო სკოლების კაპიტალური შეკეთება;
ბ.დ) შპს ,,ბაგირგზებისათვის" ახალი ვაგონების შეძენა და მისი ტექნიკური გადაიარაღება;
ბ.ე) N27 სპორტულ სკოლასთან არსებული სპორტული სასახლის კაპიტალური შეკეთება;
ბ.ვ) ნაგავსაყრელის მოწყობა;
ბ.ზ) ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობა (მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების აღდგენა, სახურავების შეძენა, საყრდენი კედლების აღდგენა);
ბ.თ) კულტურის სასახლის გათბობის სისტემის რეაბილიტაცია;
ბ.ი) ტროტუარების აღდგენა;
ბ.კ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის კაპიტალური შეკეთება და გათბობის სისტემის შეკეთება;
გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტს - 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
გ.ა) ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა;
გ.ბ) ტროტუარებისა და გზის კედლების აღდგენა–მოწყობა;
გ.გ) საგზაო კომუნიკაციების რეაბილიტაცია;
დ) თერჯოლის მუნიციპალიტეტს - 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
დ.ა) სოფელ თუზის ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური შეკეთება;
დ.ბ) სოფელ რუფოთის ბაგა-ბაღის შენობის რემონტი;
დ.გ) სოფელ ქვ. ალისუბანში ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობის დაწყება;
დ.დ) სოფელ ბარდუბნის N2 ბაგა-ბაღის შენობის მიმდინარე შეკეთება;
დ.ე) მუნიციპალიტეტში გარე განათების გაუმჯობესება;
ე) ყაზბეგის მუნიციპალიტეტს - 354 600 (სამას ორმოც-დათოთხმეტი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ე.ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის კაპიტალური რემონტი;
ე.ბ) სანაგვე ურნების შეძენა;
ე.გ) კომპლექსური სპორტული დარბაზის კაპიტალური რემონტი და ინვენტარის შეძენა;
ე.დ) დაბა სტეფანწმინდაში ყაზბეგის ქუჩის ფასადების შეღებვა და კეთილმოწყობა;
ე.ე) დაბა სტეფანწმინდაში მოედნის კეთილმოწყობა;
ე.ვ) დაბა სტეფანწმინდაში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მშენებლობა;
ვ) თიანეთის მუნიციპალიტეტს - 275 400 (ორას სამოცდათხუთმეტი ათას ოთხასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ვ.ა) დაბა თიანეთში ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის კეთილმოწყობა და მასთან დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია;
ვ.ბ) სპორტული დარბაზის ინვენტარით აღჭურვა;
ვ.გ) N1 და N2 საბავშვო ბაღების კაპიტალური რემონტი;
ვ.დ) დაბა თიანეთში რუსთაველის ქუჩაზე გარე ფასადების შეღებვა;
ზ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 333 000 (სამას ოცდაცამეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ზ.ა) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია;
ზ.ბ) გარე განათების რეაბილიტაცია;
თ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 1 316 000 (ერთი მილიონ სამას თექვსმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
თ.ა) ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია;
თ.ბ) წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია;
თ.გ) დასუფთავების ღონისძიებები;
ი) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ი.ა) გამგეობისა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია;
ი.ბ) სახანძრო სამსახურის ავტომობილების კაპიტალური რემონტი;
ი.გ) სამხარეო პოლიციის შენობის კაპიტალური შეკეთება;
ი.დ) ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია;
ი.ე) წყლის სისტემის ექსპლუატაცია;
ი.ვ) საკანალიზაციო სისტემების მოწყობა;
ი.ზ) კურორტ ბახმაროს კეთილმოწყობა;
ი.თ) ახალგარემონტებული ბაღებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისათვის ინვენტარის შეძენა;
ი.ი) ცენტრალური სტადიონის რემონტი;
ი.კ) საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემის მოწყობა;
ი.ლ) საჭამიასერის, ბასილეთისა და ერკეთის საბავშვო ბაღების შენობათა რეაბილიტაცია;
ი.მ) დაბის ცენტრისა და ქუჩების კეთილმოწყობა.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებმა - გუბერნატორებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური