საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1032

"საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 ნოემბრის N31 ანკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად "საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 ნოემბრის N31 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან ერთად დააზუსტოს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიაწოდოს მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებიც 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილები და გადაადგილებულიყვნენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, და რომლებიც განსახლებული იქნებიან სახელმწიფოს ან/და სხვა ორგანიზაციების მიერ შესყიდულ, რეა¬ბი¬ლიტირე¬ბულ, ან ახლად შეძენილ საცხოვრებელ ადგილებში.".

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური