საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1025

"შპს "რუსთავწყალკანალის", შპს "მცხეთაწყალკანალის", შპს "საქწყალკანალის", შპს "თბილისის წყალის" 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი განმარტებისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ" N1 შეთანხმების პროექტის მოწონებისა და ზურაბ პოლოლიკაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს "შპს ,,რუსთავწყალკანალის", შპს "მცხეთაწყალკანალის", შპს "საქწყალკანალის", შპს "თბილისის წყალის" 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი განმარტებისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ" N1 შეთანხმების პროექტი.

2. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ზურაბ პოლოლიკაშვილს, რათა საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებას.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური