საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №262

,,მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის N241 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ


მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის N241 დადგენილებით (სსმ, 2006 წელი, 172, III ნაწილი, მუხლი 2318) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ", ,,ე", ,,ზ", ,,ი", ,,შ" და ,,ჯ" ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ღ" ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზ¬ნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეული და სუბსტანციები, 233-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებში, 265-ე მუხლის ,,ე", ,,ვ", ,,ზ" და ,,თ" ქვეპუნქტებსა და 2705-ე მუხ¬ლის ,,ე", ,,ვ", ,,ზ", ,,ნ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი;".

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ბ.კ" ქვეპუნქტი:
,,ბ.კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეულის ან/და სუბსტანციების იმპორტის დროს _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ან ფარმაცევტული წარმოების, ან ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა, ან იმპორტიორის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება აღნიშნული ნებართვის მქონე პირთან ნედლეულის მიწო¬დების თაობაზე.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური