"სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის N110 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდეს "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის N110 დადგენილება.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური