საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №252

"საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის N65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად "საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის N65 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება (სსმ, 2005 წელი, III ნაწილი, N39, მუხლი 410) და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"1. შეიქმნას საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ზურაბ პოლოლიკაშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ზაალ აბაზაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი

მალხაზ აკიშბაია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

გიორგი ბოკერია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

გიორგი ბოკუჩავა - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი

ირაკლი ეზუგბაია - შპს „საქართველოს რკინიგზის"'' გენერალური დირექტორი

ნინო ენუქიძე - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

რუსუდან კემულარია - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

რონი სააბი - კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის" გენერალური დირექტორი

ნიკოლოზ ფრუიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

დავით ცხადაძე - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე

ზაზა ჭელიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გოჩა ჯაფარიძე - ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური