საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №251

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1. "სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონის 62 მუხლისა და "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული "სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესი და პირობები".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური