საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №248-1

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2009 წლის 29 დეკემბრის
¹ 248 დადგენილებით

 

სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას
კონკურსის ჩატარების წესი


მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. ეს წესი შემუშავებულია "სახელმწიფო ქონების პრი¬ვა-ტიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონე¬ბის პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შე¬სახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კო¬დექსისა და "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფ¬ლება¬მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართვე¬ლოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სა¬ხელმწიფო ორგანოთათვის და საჯარო სამართლის იური¬დიუ¬ლი პირებისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მათ ბალანსზე რიცხული მოძრავი სახელმწიფო ქონების კონ¬კურსის ფორმით პრივატიზების წესსა და პირობებს.
2. "სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვით¬მმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარ-გებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" საქართველოს კა¬ნო¬ნის შესაბამისად მოძრავი სახელმწიფო ქონების პრივატი¬ზების თაო-ბაზე გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო ან სა¬ჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი სა¬ხელ¬მწიფო ქონება (შემდგომში - ქონება) სარგებ¬ლობის უფ¬ლებით გადაცემული აქვს "სახელმწიფო საკუთ¬რებაში არ¬სე¬ბული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესა¬ხებ" საქარ¬თვე¬ლოს კანონის შესაბამისად.
3. ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების მიზანია ქონე¬ბაზე საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს (შემ-დგომში _ მყიდველი), რომელიც სახელმწიფო ორგანოს ან სა-ჯარო სამართლის იურიდიულ პირს (შემდგომში - გამყიდ¬ვე¬ლი) ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებს.
4. ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზებისას მყიდ¬ვე¬ლი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზი¬კუ¬რი ან იურიდიული პირი, ან ამ პირთა გაერთიანება, რომ¬ლის ქო-ნებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობ¬რივი თვით-მმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
5. კონკურსის ფორმით ქონების პრივატიზებას ახორციე-ლებს გამყიდველის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია.
6. კონკურსის ფორმით საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასი, საკონკურსო პირობები და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები დგინდება გამყიდველის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. გამყიდველი ქონების კონკურსის ფორმით პრი¬ვატი¬ზების თაობაზე, პრივატიზებიდან 30 კალენდარული დღის ვა¬დაში, ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. სახელმწიფო კონტროლს დაქვემ-დება¬რებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ქონების პრივატიზების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტრო¬ლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.

მუხლი 2. კონკურსის ორგანიზება

1. გამყიდველი კონკურსის ჩატარებამდე არანაკლებ 30 კა-ლენ¬და¬რული დღით ადრე, უზრუნველყოფს კონკურსის ფორ¬მით საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქ¬ვეყნებას "სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარ-გებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესა¬ბამისად.
2. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემ¬დეგ მონაცემებს:
ა) გამყიდველის დასახელებას;
ბ) ქონების დასახელებას;
გ) კონკურსის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვ¬ლე¬ნის კრიტერიუმებს;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და კონ-კურსის ჩატარების ვადას;
ე) კონკურსში მონაწილეთა წინადადებების შემცველი კონ-ვერტის გახსნის თარიღს, დროს და ადგილს;
ვ) ბეს სიდიდეს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამ-ყიდველი;
ზ) განაცხადის მიღების ადგილის მისამართს, საკონ¬ტაქტო ტელეფონს;
თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩა¬თვ-ლის მიზანშეწონილად.
3. მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ნე¬ბის¬-მიერი ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ.
4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერე-სებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ქონებას.
5. კონკურსში მონაწილეთა განაცხადების მიღებისათვის სპეციალურად დანიშნული რეგისტრატორი იღებს და არეგის-ტრირებს კონკურსში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განა¬ცხა-დებს თარიღისა და დროის აღნიშვნით.
6. კონკურსში გამარჯვებულს ავლენს საკონკურსო კომი¬სია.
7. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ გამ¬ყიდ-ველი იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც დეტალურად აისახება გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები.

მუხლი 3. საკონკურსო კომისია

1. გამყიდველი ქონების კონკურსის წესით პრივატიზე¬ბისას ქმნის საკონკურსო კომისიას.
2. საკონკურსო კომისია ორგანიზებას უწევს კონკურსის ჩა-ტარებას, იღებს განაცხადებს, სპეციალურად ამისათვის და-ნიშნულ დღეს იხილავს საკონკურსო წინადადებებს, იღებს გადაწყეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მტკიცდება ქონების გამყიდ¬ველი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრა¬ციულ-სამართლებრივი აქტით.
3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 5 წევრით. გადა-წყვეტილება მიიღება კომისიის წევრების ხმათა უმრავ¬ლესობით.
4. საკონკურსო კომისია იქმნება ქონების გამყიდველი ორ-განოს ხელმძღვანელის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომლითაც ასევე განი-საზღვრება კომისიის შემადგენლობა.

მუხლი 4. კონკურსში მონაწილეობის პირობები

1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსო კო¬მი-სიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) გამყიდველის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმი-ნის¬¬ტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი, რომელშიც სავალდებულოა აისახოს ქონების დასახელება;
ბ) კონკურსში მონაწილის მიერ წარდგენილი წინადა¬დებები, მოთავსებული ცალკე კონვერტში, რომელიც ილუქება მის მიერ;
გ) ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ¬ლის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგა-რიშზე;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
ე) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ვ) კერძო სამართლის იურიდიული პირი დამატებით წა-რადგენს შესაბამისი რეესტრიდან ამონაწერს.
2. კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება და რე-გის¬ტრაცია ხდება განმცხადებლის მიერ სრული დოკუმენ¬ტაციის წარდგენისთანავე, რის შემდეგაც განმცხადებელი იძენს კონკურსში მონაწილის სტატუსს. განაცხადის შესვ¬ლის თარიღად მიიჩნევა მისი დარეგისტრირების თარიღი. კონ¬კურს¬¬ში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება ქონების გამყიდველის მიერ დადგენილ დღესა და საათზე. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შესული განაცხადი არ მიიღება.
3. თუ განაცხადთა მიღების ბოლო დღე ემთხვევა დას-ვენების ან უქმე დღეს, მაშინ განაცხადები მიიღება მომდევნო სამუშაო დღეს.
4. კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადთა მიღება მიმ-დინარეობს კონკურსის ჩატარებამდე ბოლო 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
5. კონკურსში მონაწილეს უფლება აქვს განაცხადების მი-ღების ვადის დასრულებამდე ბეს დაუკავებლად წერილობით უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობაზე, რეგისტრა¬ტორი ახდენს განაცხადის გამოთხოვნის ფაქტის დარეგისტრი¬რებას.
6. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას კონკურსში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმდგენი პირი საქართველოს კანონ¬მდებ-ლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილი იქნეს ქო¬ნე¬ბის მყიდველად;
ბ) თუ დარღვეულია ამ მუხლით გათვალისწინებული მო-თხოვნები.

მუხლი 5. კონკურსის ჩატარების წესი

1. გამყიდველი კონკურსში მონაწილეთა წინადადებებს გა-ნი¬ხილავს გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებიდან გამომდინარე.
2. კონკურსში გამარჯვებულად ცხადდება საუკეთესო წი¬ნა-დადების წარმდგენი მონაწილე, რომლის წინადადება აკ¬მა-ყოფილებს კონკურსის პირობებსა და კრიტერიუმებს.
3. თუ საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მონაწილეთა შეთავაზებული პირობები იქნება იდენტური, მაშინ კო¬მისია და-მატებით განუსაზღვრავს მათ 10 სამუშაო დღის ვა¬დას და¬მა-ტებითი პირობების წარსადგენად.
4. საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილ დროს იხსნება კონვერტები. კონვერტების გახსნის შემდეგ დგინდება წარ-დგენილი დოკუმენტის კონკურსის პირობებთან შესაბამისობა. თუ მონაწილის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ პასუხობს კონკურსის პირობებს, იგი არ დაიშვება კონკურსში და აღ-ნიშნული ფაქტი ფიქსირდება შესაბამის აქტში.
5. მონაწილეს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაესწრონ მხოლოდ კონვერტის გახსნას.
6. საკონკურსო კომისია იხილავს მონაწილეთა წინა¬და-დებებს, მათი დასწრების გარეშე, რის შედეგადაც იღებს გადაწყვეტილებას.
7. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ აცხადებს, არა უგ¬ვი¬ა¬ნეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც გამარ¬ჯვებული უნდა გამოვლინდეს დამატებითი პირობების წარ¬სადგენად ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
8. კონკურსი ითვლება არშემდგარად, თუ:
ა) განაცხადების გამოქვეყნებიდან დადგენილ ვადაში არ იქნა შეტანილი არც ერთი განაცხადი;
ბ) წარდგენილი განაცხადებიდან არც ერთი არ აკმა¬ყო¬ფი-ლებს კონკურსის პირობებს.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთ¬ხვე-ვაში საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონ¬კურ¬სის არშემდგარად გამოცხადების შესახებ.
10. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ მიიღება გადა-წყვეტილება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ქონების დასახელებას;
ბ) გამყიდველის დასახელებას;
გ) მონაცემებს კონკურსის მონაწილეთა შესახებ;
დ) კონკურსში მონაწილეთა წინადადებებს, დანართების სახით;
ე) კონკურსში გამარჯვებულის დასახელებას;
ვ) კონკურსის შედეგად დადგენილი ქონების გასაყიდ ფასს;
ზ) კონკურსის შედეგად დადგენილი ინვესტიციების მო-ცულობას და მისი განხორციელების ვადებს (ასეთის არსე¬ბობის შემთხვევაში).
11. გამყიდველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავ-ნება ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულს კი ეგზავ¬ნება შეტყობინება ხელშეკრულების გასაფორმებლად.

მუხლი 6. გარიგებათა გაფორმების წესი

1. კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ გამ¬ყიდ-ველის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 30 კა-ლენდარული დღისა გამარჯვებული მონაწილე ვალდებულია გამყიდველთან გააფორმოს ნასყიდობის ხელშეკრულება.
2. გამყიდველსა და კონკურსში გამარჯვებულს (მყიდ¬ველს) შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეიტანება შემ¬დეგი მონაცემები:
a) ინფორმაცია გამყიდველისა და მყიდველის შესახებ;
b) შეძენილი ქონების დასახელება;
გ) ქონების შემადგენლობა და გასაყიდი ფასი;
დ) საკონკურსო პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურ-თიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესა¬ხებ.
3. ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კონ-კურსით გადაცემული ქონების პრივატიზების პირობებს, თან¬ხის გადახდის ვადებსა და ამ დებულების მე-7 მუხლის მოთ-ხოვნებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.
4. მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ხელშეკრულებით დადგენილი პირობების მიხედვით დაფაროს ქონების გასაყიდი ფასი.
5. ქონების შეძენისას შეტანილი ბე მყიდველს ეთვლება ანგარიშსწორების დროს. ყველა დანარჩენ მონაწილეს შედეგე¬ბის გამოცხადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში მონაწილის მოთხოვნით ბე უბრუნდება.
6. საბანკო დაწესებულება მონაწილეთა შეტანილ ბეს აბრუნებს გამყიდველის დავალების საფუძველზე.
7. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქონების ხელ¬¬¬-შეკრულებით გათვალისწინებული ფასის სრულად დაფარ¬ვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარ¬გებლობაში, თუ საკონკურსო პირობებით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
8. ქონების პრივატიზებისას მყიდველზე სა¬კუთრების უფ-ლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, სა¬კუთრების და¬მა-დასტურებელი მოწმობის გაცემის და შესა¬ბამის მარე¬გის-ტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო იმ შემ-თხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნა¬კისრი ვალდე-ბულებები, მყიდველს საკუთრების უფლება გადა¬ე¬ცემა ნაკის¬რი ვალდებულების შესრულების პირობით.
9. ხელშეკრულების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებისა და შესაბამის რეესტრში რეგისტრაციისა და ამი-სათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები იფა¬რე¬ბა მყიდველის მიერ.
მუხლი 7. მყიდველის პასუხისმგებლობა

1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და¬უც-ვე¬ლობის შემთხვევაში, მყიდველი იღებს გაფრთხილებას წე¬¬რი-ლობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოს¬¬¬¬¬¬¬წო¬რების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. Pპირგა¬სამ-ტეხლოს ოდენობა განისაზღვრება საკონკურსო და სახელ-შეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) დარჩენილი გადაუხდელი თანხის 0.1%-ით, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემ-თხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ით, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღე¬ზე;
გ) მყიდველის მიერ სხვა საკონკურსო ან/და სახელ-შეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობაზე პირგასამ¬ტეხ-ლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
2. თუ მყიდველი არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ას-რულებს საკონკურსო და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებუ¬ლე-ბებს, გამყიდველს უფლება აქვს ხელშეკრულება მოშალოს ცალმხრივად. ასეთ შემთხვევაში, მყიდველს შეტანილი ბე უკან არ უბრუნდება და არ უნაზღაურდება ქონებისათვის გა¬წეული დანახარჯები.