საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 4 ნოემბრის მთავრობის სხდომა

2009 წლის 4 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 24 საკითხი.  დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებემდე პრემიერ-მინისტრმა რამოდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

"მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მინდა მივაწოდო. ოქტომბრის თვე დასრულდა, ანალიზი გაკეთებულია, რამოდენიმე ციფრი საოზოგადოებამაც მინდა იცოდეს. პირველ რიგში, როგორც საერთაშორისო, ასევე საშინაო საფინანსო ბაზარს შევეხები, ანუ ევროობლიგაციებს და შიდა ბაზარზე გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს. საფინანსო ბაზრის მიხედვით თვე საკმაოდ წარმატებულად დამთავრდა. ევრობონდი გასული წლის აპრილის თვეში გამოვუშვით, მაშინ 100 დოლარიანი ნომინირებული იყო ბონდზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფასი 60 დოლარამდე დაეცა. ოქტომბის თვე დასრულდა ისე, რომ ფასიანი ქაღალდის ღირებულება არა მარტო 100 დოლარამდე ავიდა, არამედ გადააჭარბა კიდეც და 101, 2 დოლარზეა დაფიქსირებული. ეს საქართველოს ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო ბაზრების მაღალი ნდობის მაჩვენებელია.

დღევანდელი დღის მიხედვით, შიდა საფინანსო ბაზრის მონაცემები საკმაოდ წარმატებულია. 6 თვიანი სახაზინო ვალდებულებების საპროცენტი განაკვეთი ყოველ ჯერზე დაბლა ჩამოდის , რაც ასევე მაღალი ნდობის მაჩვენებელია შიდა ბაზარზე. დღეს პირველადი საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებელი 5 % ჩამოცდა და 4.9 % დაფიქსირდა.

ასევე საინეტრესო იქნება ოქტომბრის თვის რეალური ბაზრის მონაცემები. უძრავი ქონების და ავტომობილების რეგისტრაცია მაქვს მხედველობაში. ეს არის ის 2 მაჩვენებელი, რომელიც ყველაზე უფრო მკაფიოდ წარმოადგენს რეალური ბაზრის და მოხმარების ზრდასა და კლებას.

ავტომობილების რეგისტრაცია ოქტომბრის თვეში რეკორდულად მაღალი იყო. თუ აქამდე არცერთ თვეს 14000 ათასს არ გადაცდენილა, გასულ თვეში 14700 დაფიქსირდა, ასევე გაზრდილია უძრავი ქონების რეგსიტრაციაც. 32-33 ათასამდე უძრავი ქონების რეგსიტრაცია დაფიქსირდა სექტემბისა და ოქტომბის თვეებში. ყველა ეს მაჩვენებელი დადებითია.

ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნებულია, ასე იქნება მომავალშიც. რეალურად ბევრია გასაკეთებლი იმისათვის, რომ კერძო სექტორი კიდევ უფრო გააქტიურდეს და ეკონომიკურ ზრდაში უფრო დიდი წვლილი შეიტანოს. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში კერძო სექტორს კიდევ გარკვეულ სიახლეებს შევთავაზებთ. ამ საკითხებზე მომავალ მთავრობის სხდომაზე ვისაუბრებთ," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

აგრეთვე, პრემიერ-მინისტრმა დავით ტყეშელაშვილსა და გოგა ხაჩიძეს კახეთის რეგიონში სტიქიის შესახებ ინფორმაცისი მიწოდება სთხოვა.

დათო ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ სიტუაცია კონტროილს ექვემდებარება და არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს.

დასასრულს ნიკა გილაური ღორის გრიპის საკითხს შეეხო და სანდრო კვიტაშვილს უახლოეს დღეებში ჯანდაცვის კომისის სხდომის ჩატარება დავალა, რათა მოსახლეობას დაწვრილებითი და ამომწურავი ინფორამცია მიეწოდოს მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობის, ჩვენს ქვეყანაში უკვე განხორციელებული და მომავლაში განასახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური