საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 18 სექტემბრის მთავრობის სხდომა

2009 წლის 18 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 29 საკითხი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ-მისნიტრმა, ნიკა გილაურმა რამოდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ნიკა გილაურმა აქციაზე, "ანგარიში ხალხს" კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"უახლოეს მომავალში საზოგადოებას უნდა წარვუდგინოთ, რა კითხვები და რა შეფასებები მივიღეთ. ალბათ უმჯობესია, რომ ეს პარლამენტის ფორმატში გაკეთდეს. დღეს პრეზიდენტთან შეხვედრისას სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ. პარლამენტთან ურთიერთობას ამ მიმართულებით, უახლოეს დღეებში დავიწყებთ.

გარდა ამისა, პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმ რეფორმებზე ვისაუბრეთ, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბანკის მიერ წარმოებულ ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგებში მე-11 ადგილზე ვართ. სასურველია, რომ ათეულში შევიდეთ.

ასევე, სასურველია დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება იმისათვის, რომ რეფორმების პროცესი შეუქცევადი გავხადოთ. ეკონომიკური გუნდი უკვე რამოდენიმე თვეა ამ მიმრთულებით მუშაობს. ჩვენ, უახლოეს დღეებში ამ საკითხებს პარლამენტთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილავთ და უკვე სექტემბრის ბოლოსთვის, დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში წარსადგენად მზად გვექნება," -აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლოს, ნიკა გილაურმა სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბაკურ კვეზერელს სთხოვა მიმდინარე წლის რთველთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. ბაკურ კვეზერელმა აღნიშნა, რომ რთველი წარმატებულად მიმდინრეობს. გადამუშავებულია უკვე 9300 დოლარის საფერავის ჯიშის ყურძენი. ამ დროისათვის 27 ქარხანა მოქმედებს. შარშანდელთან შედარებით მოსავალი 60 000 ტონით გაიზარდა. მოსავლის უხვ რაოდენობას ფასების შემცირება არ გამოუწვევია.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური