საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 2 სექტემბრის მთავრობის სხდომა

2009 წლის 2 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 21 საკითხი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ახალ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას მიესალმა.

,,განსაკუთრებით მინდა მივესალმო გუნდის ახალ წევრს ბაჩო ახალაიას. მან საკმაოდ რთული სამინისტრო ჩაიბარა და მინდა წარმატება ვუსურვო.

რაც შეეხება მთავრობის სხდომის საკითხებს, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ ეს არის, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისთვის მზადება. ამ საკითხზე საკმაოდ დიდი სამუშაოები მიმდინარეობდა, როგორც საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, ასევე პრემიერ მინისტრის ოფისშიც. ამ მოლაპარაკების დასაწყებად ყველა დოკუმენტი გამზადებულია. სექტემბრის ბოლოს კი, ევროკავშირთან ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება შეხვედრა.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ სამუშაოს შესრულებაში მონაწილეობა მიიღო. ყველა ეს დოკუმენტი, პირადად შევისწავლე და მინდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ მაღალ დონეზეა შესრულებული,'' - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური