საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 10 თებერვლის მთავრობის სხდომა

10 თებერვალს განახლებული მინისტრთა კაბინეტის პირველი მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 46 საკითხი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა დავალებები მისცა უწყების თითოეულ ხელმძღვანელს. "დღეს არის პირველი მთავრობის სხდომა, განახლებული ფორმატით და შემადგენლობით. პირველ რიგში, ის დავალება მინდა გავიმეორო, რომელიც გუშინ ფინანთა მინისტრს და ყველა სამინისტროს მივეცი. ის ადმინისტრაციული ხარჯები,რომელიც გაგაჩნიათ, საუბარია: მივლინებებზე,მობილური ტელეფონის, საწვავის,ოფისის რემონტის და მანქანების ყიდვის ხარჯებზე. ამ თანხების მაქსიმალურად შემცირებაა საჭირო. ვიცი,რომ გარკვეული რეზერვები არსებობს. ეს თანხები, იგივე დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში დაგვეხმარება. აგრეთვე მინისტრებს მინდა ვთხოვო და დავავალო შემდეგი სამი კვირის განმავლობაში, წარმოადგინონ წლის ბოლომდე გაწერილი სამუშაო გეგმა. მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ, უნდა მოხდეს გეგმის პრეზენტაცია,საზოგადოების წინაშე, თუნდაც პირდაპირი ეთერის საშუალებით. გარკვეულწილად ეს იქნება მაჩვენებელი და ცხრილი იმისა, როგორ შევაფასებთ საკუთარ თავს და მთავრობას. საზოგადოება კი თითოეული სამინისტროს მუშაობას ერთი წლის განმავლობაში შეაფასებს. მაგალითად, ნებისმიერი ტენდერების გამოცხადება, თვეებში და დღეებში უნდა იყოს გაწერილი, როდის უნდა გამოცხადდეს,როდის უნდა დასრულდეს და ა.შ. რა ახალ კანონებს,რეგულაციებს და ცვლილებებს წარვუდგენთ იმ სფეროში, რომელშიც ესა თუ ის მინისტრი მოღვაწეობს. შემდეგი სამი კვირის განმავლობაში მთავრობის სხდომაზე მინდა მოვისმინო ,ყველა სამინისტროს და მინისტრის დეტალური სამუშაო გეგმა, რომელიც წლევანდელი წლის ბოლომდე, თვეებში იქნება გაწერილი. საზოგადოებას და მინისტრთა კაბინეტს მინდა წარვუდგინო ვიცე პრემიერები. პირველი ვიცე პრემიერის პოსტს დაიკავებს დათო ტყეშელაშვილი, ვიცე პრემიერები კი გია ბარამიძე და თემურ იაკობაშვილი იქნებიან" -განაცხადა ნიკა გილაურმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი