საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა2009 წლის 12 ივლისს, მთავრობის კანცელარიაში საქრთველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო ქვეყანაში არსებული ეკომონიკური სიტუაცია. პრემიერ-მინისტრმა სტუმრებს ახალი ფინანსური პაკეტი გააცნო, რომლის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა.

როგორც ნიკა გილაურმა აღნიშნა, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების და ეკონომისტების საქართველოში ჩამოყვანა ტრადიციად ჩამოყალიბდა.

"განვიხილავთ იმ ეკონომიკურ მდგომარეობას,რომელშიც საქართველოა ამ ეტაპზე, ასევე გვინდა გავაცნოთ ჩვენს სტუმრებს ის ფინანსური პაკეტი,რომელიც საზოგადოების წინაშე წარმოვადგინეთ... შესაძლებელია, რაიმე ახალიც მოვიფიქროთ ამ შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ქართველი ბიზნესმენების მხრიდან შესაძლოა გამოითქვას გარკვეული მოსაზრებები, რაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული, რადგან ისინი არიან მაღალი დონის ექსპერტები როგორც ეკონომიკურ, ასევე, საბანკო სექტორში," - დასძინა მან.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური