საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

ახალი ფინანსური პაკეტის პრეზენტაცია

პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური ახალი ფინანსური პაკეტის პრეზენტაციაზე2009 წლის 30 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ „მუზაში" ახალი ფინანსური პაკეტი წარმოადგინა.

პრეზენტაციის დროს ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ახალი ფინანსური პაკეტის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობდა. „პროცესში მთავრობასთან ერთად ეროვნული ბანკი და თბილისის მერია მონაწილეობდა. გარდა ამისა, ამ საქმეში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის როლიც, კონკრეტულად სამშენებლო და საბანკო ასოციაციებზე ვსაუბრობ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოებისთვის.

ახალი ფინანსური პაკეტის მიზანია ეკონომიკის ზრდის და აქტივობის დამატებითი სტიმულირება.
პაკეტი, პირველ რიგში, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის გაზრდას ემსახურება. ჩვენ, საბანკო სექტორისთვის უნდა შევქმნათ სტიმულები, რის შედეგადაც ეკონომიკის დაკრედიტება გაიზრდება. გადრა ამისა, ჩვენი მიზანი არის, რომ სამშენებლო სექტორმა აღადგინოს ის მშენებლობები, რომელის მან დაიწყო და ბოლომდე მიიყვანოს. აგრეთვე ერ არის სშუალო ვადიანი პერსპექტივისთვის, ახალი საკრედიტო ხაზების მოძებნა ქვეყნის საბანკო სექტორისთვის.

ჯამში გეგმა ხუთი პუნქტისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა სფეროებს მოიცავს. პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური ახალი ფინანსური პაკეტის პრეზენტაციაზე

პირველი პუნქტი - ეს არის ის ნაწილი, რომელიც გუშინ ქალაქის მერმა, გიგი უგულავამ გააცნო საზოგადოებას და რომელიც უშუალოდ სამშენებლო სექტორს ეხება. აღსანიშნავია, რომ ეს პუნქტი კერძო სექტორთან ერთადაა შემუშევული. სამშენებლო სექტორს გამოეყოფა ის არეალი, სადაც მათ შეეძლებათ მოსახლეობასთან დადონ ხელშეკრულებები მათი ახალი ბინებით უზრუნველყოფის თაობაზე, ახალ აშენებულ კორპუსებში. ამის საზღაურის ქალაქის მერია და სახელმწიფო უზრუნველყოფს. ამ გარანტიით სამშენებლო სექტორს საშუალება მიეცემა საბანკო სექტორისგან მიიღოს დაფინანსება, რათა მშენებლობები დაამთავროს.

ეს, გაცილებით უფრო რთული გეგმაა, რომლის დეტალური ახსნა სამშერნებლო სექტორის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ დაგვჭირდება. ამ პუნქტებს, მთავრობის სხდომაზე დეტალურად განვიხილავთ.

მეორე და მესამე პუნქტები საბანკო სექტორის რეგულაციას ეხება. მინდა აღვნიშნო, რომ იმ მკაცრმა რეგულაციამ, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში გვგქონდა,უზრუნველყო ოს, რომ საბანკო სექტორი ჯანსაღ მდგომარეობაშია და საკმაოდ დიდი რესურსიც გააჩნია. თუმცა, ჩვენი და საბანკო სექტორის გადმოსახედიდან, აუცილებელია საბანკო სექტორის გააქტიურება და ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი დაკრედიტება. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ რეგულაციაში გარკვეული ცვლილებები შეგვეტანა. რის საფუძველზეც საბანკო სექტორმა,მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის უფრო მეტი საკრედიტო რესურსი უნდა გამოყოს, რათა ქვეყანაში ეკომონიკური აქტივობა გაძლიერდეს.

ეს შეეხება, კაპიტალის ადეკვატურობის მნიშვნელს, დოლარზე გაცემულ სექტორ-მიმართებაში. ეს მანამდე იყო 1.75% ახლა კი1,5%-ზე ჩამოდის. უფრო მარტივად რომ ავხსნა, როდესაც ბანკი დოლარში გასცემდა კრედიტს, მას საკუთარი კაპიტალი უნდა ქონოდა 12% გამრავლებული 1,75%-ზე, დაახლოებით 21%. ეს შემცირდება და გახდება 12% გამრავლებული 1,5%-ზე. ეს გამოიწვევს იმას, რომ იმ ბანკებს, რომლებსაც საკრედიტო რესურსი აქვთ, მაგრამ არ გააჩნიათ საკმარისი კაპიტალი, საკრედიტო პორთფელები რომ გაზარდონ,უახლოეს მომავალში, ამ ცვლილებების შედეგად დამატებითი კრედიტების გაცემა შეეძლებათ.

ფინანსური პაკეტის მესამე პუნქტი არის გაცვლითი კურსის დაზღვევის ინსტრუმენტი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა უკვე შემოიღო და მუშაობს, ეს უზრუნველოყოფს იმას, რომ საბანკო სექტორს საშუალება მიეცეს, დოლარში მოზიდული თანხების მიუხედავად, სესხები ლარში გასცეს და საკუთარ თავზე გაცვლითი კურსის რისკი არ აიღოს.

ესეც, თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ საბანკო სექტორმა დოლარში მოზიდული თანხები,საქართველოს ეკონომიკაში განათავსოს და კრედიტები გასცეს ლარში.

მეოთხე ნაწილს რაც შეეხება, ეს არის სახაზინო ვალდებულებების ნაწილი. დღეს , მიუხედავად იმ ცვლილებებისა, რომლებსაც საბანკო სექტორს ვთავაზობთ, მათ ამ პერიოდის განმავლობაში მაინც ექნებათ ზედმეტი, ჭარბი თანხები.ამ თანხებს, საბანკო სექტორისაგან, გარკვეულ წილად, სახაზინო ვალდებულებების საშუალებით ვისესხებთ და უკან ჩავაბრუნებთ ეკონომიკაში, ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მნიშვნელოვანია ამ ცვლილებების შემდეგ საბანკო სექტორზე დაკვირვება თუ რამდენად გააქტიურდება და, ამის მიხედვით, გავზარდოთ ან შევამციროთ სახაზინო ვალდებულებების მოთხოვნა, ამ ფინანსური პაკეტის შედეგებიდან გამომდინარე.

თუ ჩვენ დავინახავთ, რომ საბანკო სექტორი გააქტიურებულია და ის კერძო სექტორს სრულად აკრედიტებს, რა თქმა უნდა, შევამცირებთ ჩვენს მოთხოვნას სახაზინო ვალდებულებებზე, რათა კერძო სექტორს კრედიტის მოზიდვაში ხელი არ შევუშალოთ.

მეხუთე ნაწილი ამ ახალი ფინანსური პაკეტისა - არის, ახალი საკრედიტო პაკეტის მოთხოვნა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. 4,5 მლრდ დოლარიდან, რომელიც ბრიუსელის კონფერენციაზე საქართველოსთვის გამოყოფილი 4,5 მლრდ დოლარიდან, 0,5 მლრდ დოლარზე მეტი, დაახლოებით 600 მლნ დოლარი, საბანკო სექტორისთვის იყო განკუთვნილი.რის შედეგად, საბანკო სექტორმა პირველ და მეორე კვარტლებში საგარეო ვალები სრულად გადაიხადა.

ახალი პაკეტის შექმნასთან დაკავშრებით.გავაკეთეთ მოთხოვნა აზიის განვითრების ბანკის, ებრდ-ის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისადმი, რათა საქართველოს საბანკო სექტორისთვის ახალი ფინანსური პაკეტი და საკრედიტო რესურსი შექმნან

ჩვენი ვარაუდით, ეს იქნება მინიმუმ 200 მლნ დოლარი იქნება, შესაძლებელია უფრო უფრო მეტიც. ეს პაკეტი,მომავალი 6-9 თვის განმავლობაში ამუშავდება.

ჩვენი მიზანია ის, რომ ამ პაკეტის ნაწილს, ეკონომიკაზე ქონდეს მყისიერი ეფექტი. თუნდაც კოეფიციენტის შემცირება 1,75%-ის 1,5%-ზე ეკონომიკაზე დადებითად აისახება.ამ პაკეტის ნაწილს, ეფექტი საშუალო ვადიან პერიოდში ექნება. იმისათვის, რომ ეკონომიკური აქტივობა შევინარჩუნოთ, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს საკრედიტო ხაზების გამოყოფა წინასწარ მოვთხოვეთ.

ჩვენ, ეკონომიკურ აქტივობას ყოველდღიურად ვაკვირდებით.გვაქვს მონაცემები საგადასახადო, საბაჟო, საბანკო სექტორების, დეპოზიტების, საკრედიტო პორტფელის და სხვათა შესახებ. ამ მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური აქტივობა გამოსწორებულია და ბოლო კვირების განმავლობაში იზრდება. ახალი პაკეტით, თქვენთან ერთად გვინდა აქტივობის ზრდას ხელი შევუწყოთ.

ამას დაემატება ის ეფექტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას, საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე ექნება. ჩვენ, რეალურად 4,5 მლრდ დოლარის ათვისება აპრილი-მაისი-ივნისის თვეებში დავიწყეთ.ამ პროექტების ეკონომიკურ შედეგს 2-3 თვის განმავლობაში ვნახავთ.როდესაც ეს პროექტები აქტიურ ფაზაში შევა. ასევე მნიშვნელოვანია ის პროექტები,რომლებიც სექტებრის თვეში განხორციელდება. ეკონომიკური აქტივობის მეორე ტალღა, სწორედ ამ ფინანსური პაკეტიდან გამომდინარე და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებიდან გამომდინარე სექტემბერ-ოქტომბრის თვეში დაიწყება," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური