საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანამშრომელთა შემოწირულობებით შეგროვილი თანხით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელთათვის საჭირო საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკისა და საბავშვო ინვენტარის გადაცემა განხორციელდა.

აღნიშნული ნივთები პრემიერ-მინისტრის სახელით თბილისის, ქვემო ქართლის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის ბავშვთა დაწესებულებებს გადაეცათ.

ნიკა გილაურის გადაწყვეტილებით, ამგვარი აქციები სხვა ბავშვთა და მოხუცებულთა სახლების ბინადართათვის შემდგომშიც გაგრძელდება.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური