საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს რობერტ სიმონს შეხვდა

დღეს,25 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს რობერტ სიმონსს საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა ANP (Annual National Programm) გადასცა.

დოკუმენტი 5 თავისგან შედგება და პოლიტიკურ,ეკონომიკურ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებს მოიცავს.

,,გასული წლის დეკემბერში,ნატოსთან ახალ ფორმატზე შევთანხმდით,რომელიც ყოველწლიური ეროვნული პროგრამაა და ნატოს ექსპერტებთან კონსულტაციის შედეგად შემუშავდა. ეს არის ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი.ახლა მთავარია ამ პროგრამის წარმატებით შესრულება. პროგრამის ანალიზი ნატოს ექსპერტების მიერ ყოველწლიურად გაკეთდება''-განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური