საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

2009 წლის 2 მარტს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონ ნიკოლოზ გილაურმა მიღება გამართა, რომელზეც მოწვეულები იყვნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მისასალმებელ სიტყვაში ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ეს არის პირველი მიღება, რომლსაც განახლებული მთავრობა, დიპლომატებისთვის მართავს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა. ეს არის ერთგვარი გაცნობითი ხასიათის საღამო, რომელიც ჩვენი ურთიერთობის გაღრმავებისთვის აუცილებელია. ამგვარ სხვა შეხვედრებს კი უახლოეს მომავალში დავგეგმავთ," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მიღებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები და უცხოელი სტუმრები.

პრემიერ-მინისტის პრესსამსახური