საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი წეროვანში რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, წეროვანში რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა.

,,გაოცებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში ასეთი მასშტაბის მშენებლობის დასრულება მოესწრო. სამშენებლო სამუშაოები, ნამდვილად ხარისხიანადაა შესრულებული. უნდა ითქვას, რომ გარკვეული ხარვეზებიც არის. 2500 სახლიდან 130 გარკვეული მცირე ხარვეზი აქვს. ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს პერიოდში ვითარება გამოსწორდება''.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წეროვანში, საბავშვო ბაღი, სკოლა და 2 საწარმო აშენდება, ერთი ტკბილეულის, მეორე კი - ქაღალდის გადამამუშავებელი. მშენებლობები, უახლოესი თვეების განმავლობაში დასრულდება და ამ დაწესებულებებში და საწარმოებში მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

„პრობლემები არსებობს, მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ეს პრობლემები საბოლოოდ აღმოიფხვრას. აქ მოსახლეობის ნაწილი, მშენებლომაზეა დასაქამებული. სამომავლოდ კი, მარტო ერთ საწარმოში 150 მათგანი დასაქამდება, მეორეში - ცოტა უფრო მეტი. რაც მთავარია პროცესი დაწყებულია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იღებდა მონაწილეობას. აგრეთვე მადლობა მინდა გადავუხადო აქ მცხოვრებ მოსახლეობას, გამძლეობისთვის,' '- აღნიშნა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური