საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური მცხეთის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მცხეთის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და მათ მთავრობის მუშაობის ერთი თვის ანგარიში ჩააბარა.შეხვედრა მცხეთის რაიონის მეორე საჯარო სკოლაში გაიმართა.მთავარი საკითხი,რომელიც შეხვედრაზე განიხილებოდა,უმუშევრობის პრობლემის მოგვარება იყო.ნიკა გილაურმა განაცხადა,რომ სახელმწიფო ქართველი ბიზნესმენებისთვის ტენდერების გამოაცხადებს,რომლის მთავარი მოთხოვნაც ახალი სამუშაო ადგილების შექნა და ქართველი მუშახელის დასაქმება იქნება.ტენდერები დაახლოებით მილიარდ ლარზე გამოცხადდება.პრემიერ-მინისტრმა, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზეც ისაუბრა:-,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, კომპანიებისთვისაც მომგებიანია და ჩვენთვისაც.მათთვის იმიტომ,რომ ამ ზონაში გადასახადს არ იხდიან,ანუ მათ ამ თვასაზრისით საკმაოდ დიდი ტვირთი ეხსნებათ,ასევე გეოგრაფიულად კარგი მდებარეობაა,შესაბამისად ექსპორტს განახორციელებენ ამ რეგიონის ქვეყნებში.სახელმწიფოსთვის კი მნიშვნელოვანია ის,რომ დასაქმდება ათასობით და ათიათასობით ჩვენი მოქალაქე''-აღნიშნა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური