საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი GIPA–ს სტუდენტებს შეხვდა

2009 წლის 11 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა და სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშრებულ ინიციატივებზე ესაუბრა.

,,სტუდენტებისთვის ყველაზე მთავარია, ის ინიციატივები, რომელიც ჩვენ მაგისტრატურის პროგრამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავაჟღერეთ. ეს არის, პირველ რიგში, მაგისტრატურის დაფინანსება უცხოეთში, მსოფლიოში საუკეთესო სკოლებში და უნივერსიტეტებში. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს, სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს, როგორც მგზავრობას, ასევე სწავლას და ცხოვრებას. ეს არის ინიციატივა, რომელიც დღეს, ყველაზე უფრო პოპულარულია ახალგაზრდობაში და სტუდენტებში. აგრეთვე, მომავალი წლიდან საქართველოში მაგისტრატურის პროგრამასაც დავაფინანსებთ. ვაპირებთ, რომ ჩავატაროთ საერთო სამაგისტრო გამოცდა, რომლის მიხედვითაც საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები დაფინანსდებიან," - აღნიშნა ნიკა გილაურმა სტუდენტებთან საუბრისა

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური