საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს, 25 თებერვალს სასტუმრო "თბილისი-მარტიოტში" პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოს მთვრობის სახელით სპეციალურ პრეზენტაციაზე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებს წარმომადგენლებს 90-იან წლებში ცხინვალსა და აფხაზეთში კონფლიქტის შედეგად დევნილი მოსახლეობის რეინტეგრაციისა და მათი განსახლებისათვის მთავრობის მიერ გადადგმული კონრეტული ნაბიჯები გააცნო. ბრიუსელის საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, მთავრობა განაგრძობს საზოგადეობისა და პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას დევნილთა დახმარების კუთხით გაწეული პროგრამების მიმდინარეობისა და გაწეული ხარჯების შესახებ. 2008 წლის დეკემბერში დამტკიცდა მთავრობის სტრატეგია , რომლის მთავარი მიზანია დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიანი გადაწყვეტა, მათი ინტეგრირება სოციალური პროგრამებში, იქამდე სანამ უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის ღირსეული დაბრუნება.

კონცეფცია ითვალისწინებს რამოდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის დევნილებისათვის კოლექტიური ცენტერების საკუთრებაში გადაცემას. პირველადი მონაცემებით, 2009 წელს იგეგმბა მფლობელობაში 400 კოლექტიური ცენტრის გადაცემა, რომელიც 50 000-ზე მეტ დევნილს დააკმაყოფილოებს. დღეისათვის გამოცხადებულია 23 ტენდერი 41 კოლექტიური ცენტრის რეაბილიტაციისათვის. იმ დევნილებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ ნათესავებთან ან ნაქირავებ ბინაში, საქართველოს სხვადასხვა რაიონში აიგება ახალი შენობები.

,,აქ საუბარია სხვადასხვა მიმართულებაზე,როგორც სარემონტო სამუშაოებზე, ასევე ახალი შენობების მშენებლობაზე. პირველადი თანხა, რაც 2009 წლის ბიუჯეტშია ჩადებული, არის 138 მილიონი ლარი. აქტიურად ვმუშაობთ, თუ როგორ უნდა იქნეს ეს თანხა უახლოესი თვეების განმავლობაში ათვისებული. ნაწილი ტენდერებისა გამოცხადებულია. მუნიციპალური განვითარების ფონდი იქნება ის ორგანო, რომელიც ამ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. ჩვენ გვინდა, პრეზენტაცია წარმოვუდგინოთ დონორ ორგანიზაციებს და დოპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, თუ რა გეგმა გაგვაჩნია, რა არის გაკეთებული და რას ველოდებით მათგან," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

რაც შეეხება დონორთა მხარდაჭერას, პირველი ფინანსური დახმარებები პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უკვე მიღებულია. საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციას და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნება სამეთალყურეო საბჭო, რომლის შემდაგნელობაში შევლენ სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, რეგიონალური და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი