საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

გაიმართა „საქართველო–თურქეთის ბიზნესფორუმი“

2009 წლის 24 თებერვალს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" „საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი" გაიმართა. ფორუმის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური თურქეთის სახელმწიფო მინისტრს ქურშარდ თუზმენის შეხვდა.

შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის მიზანი ქართველ და თურქ ბიზნესმენებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაა. თურქეთი ბოლო წლების განმავლობაში გადაიქცა საქართველოსთვის მთავარ სავაჭრო პარტნიორად.

„ყველაზე დიდი ექსპორტი თურქეთთან გვაქვს, ყველაზე დიდი იმპორტი იქიდან მოდის. გარდა ამისა თურქეთი არის საქართველოში ენერგეტიკის, ტურიზმის ბიზნესის და სხვა სფეროებში ძალიან დიდი ინვესტიციების წყარო. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე ახალი ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი. შესაბამისად, ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამომავლოდ ასეთივე ბიზნეს ურთიერთობის გასაგრძელებლად. ამ ეკონომიკურ ფონზე, რომელიც დღეს მსოფლიოშია შექმნილი, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სტრატეგიული პარტნიორების ყოლა საქართველოში," - აღნიშნა ნიკა გილაურიმა.

„ახლა თბილისში 101 კომპანიაზე მეტი წარმომადგენელია ჩამოსული, მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, როგორც თურქეთის, ისე საქართველოს მხარეს ამ შეხვედრის ორგანიზებისათვის. ჩემთვის პატივია მივესალმო ჩემს მეგობარს და საქართველოს დიდ მეგობარს ბატონ თუზმენს, რომელმაც საქართველო-თურქეთის ურთიერთობისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა.

საქართველოსთვის, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, რუსეთი იყო უმთავრესი პარტნიორი, 50%-ზე მეტი ვაჭრობა ექპორტიდან და იმპორტიდან სწორედ რუსეთზე მოდიოდა ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა ბოლო პერიოდმა გვიჩვენა, რომ ეს ასე აღარ არის და ასე ვეღარ იქნება. ვერ გაგრძელდება ვერც პოლიტიკურად, ვერც ეკონომიკურად. ახლა თურქეთი არის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. რამდენიმე ციფრს მოგიყვანთ. საქართველო-თურქეთს შორის ვაჭრობაში ყოველწლიური ზრდა არის საშუალოდ 46%, საქართველო-თურქეთის ექსპორტში ყოველწლიურად ზრდა არის საშუალოდ 29%. ბოლო 4 წლის განმავლობაში თურქეთი ალბათ მე-2, მე-3 ადგილზეა ჯამური ინვესტიციების რაოდენობით და თითქმის მილიარდ დოლარამდე აქვს საინვესტიციო პროექტები, რომლებიც მათი მხრიდან ხორციელდება. ძალიან დიდი დამსახურება არის ჩვენი სტუმრების და ბატონი ტუზმანის იმაში, რომ განვახორციელეთ უაღრესად რთული სტრატეგიული პროექტები, ისეთი, რომლებზეც ყველა ამბობდა, რომ შეუძლებელი იყო ამ პროექტის განხორციელება, რადგანაც ბევრი ქვეყანა იღებდა მათში მონაწილეობას. ეს პროექტები იყო „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი" და „ბაქო-თბილისი-ერზრუმი".

ვიწყებთ „ბაქო-თბილისი-ერზრუმის" მოლაპარაკების მეორე ნაწილს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო ჩვენთვის. იანვრის მოვლენების შემდეგ მსოფლიომ დაინახა თუ რა შეიძლება მოხდეს ამ რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. ისეთი პროექტები, როგორიცაა „ბაქო-თბილისი-ერზრუმი", ნაბუკო, ითვლება და არის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი ქვაკუთხედი საქართველოსთვის, თურქეთისთვის და მთელი რეგიონისთვის. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისთვის ჩვენ რეალურად ვხდებით ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი წყარო.

რამდენიმე თვის წინ მოეწერა ხელი ახალი ჰესების მშენებლობის ხელშეკრულებებს, მათ შორის თურქულ კომპანიებთანაც. ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩამოსული, რომლებიც საქართველოში დაინტერესებულნი არიან ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ჩადებით. ჰიდროენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სფერიოა საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. საქართველოს არ გააჩნია გაზი, ნავთობი, მაგრამ აქვს ძალიან დიდი და კარგი ჰიდრორესურსები. ჩვენ მხოლოდ 12%-დან 19%-დე გვაქვს გამოყენებული და ნებისმიერი ინვესტიცია ამ დარგში საკმაოდ მომგებიანი შეიძლება იყოს.

აგრეთვე, რეალური გახდა 500 კილოვატიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა საქართველო-თურქეთს შორის. ხელი მოწერილია ყველა საჭირო და აუცილებელ დოკუმენტზე. გარდა ამისა, ფინანსირებაც უზრუნველყოფილია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ. ეს არის 4,5 მილიარდ დოლარიანი პაკეტის ნაწილი, რომელიც დონორებმა საქართველოს ბრიუსელის კონფერენციაზე გამოუყვეს.

500 კილოვოლტიან ხაზზე რომ ვსაუბრობთ, შემიძლია გითხრათ, რომ წლის ბოლომდე მოხდება ამ ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მშენებლობის პროექტის დაწყება.
EBRD, KFW დააფინანსებენ საქართველოს მხარის მშენებლობას, თურქეთს კი თავისი დაფინანსების წყარო ეყოლება. ეს საშუალებას მისცემს საქართველოდან დამატებით 1000 მეგავატამდე ელექტროენერგისს ექსპორტი გაკეთდეს საქართველო-თურქეთს შორის.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც ხალხს დაასაქმებს და გაზრდის ექსპორტის პოტენციალს.

არ შეიზლება დავივიწყოთ „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა", რომელიც არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მთელს კონტინენტზე ეთრ-ერთი უმთავრესი სატრანსპორტო პროექტია, რომელიც დააკავშირებს ერთმანეთთან აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობას. ეს პროექტი წელს დაიწყო და მის განხორციელებას 2-3 წელი დასჭირდება. ჩინეთის და დასავლეთ ევროპის დაკავშირება სწორედ ამ რკინიგზის საშუალებით მოხდება.

საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობის პოტენციალი - თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრყლებაა, რომელსაც ხელი გასულ წელს მოეწერა. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ ხელშეკრულების მაქსიმალურად ამუშავება იქნება.

ჩვენ ვმუშაობთ, როგორც ევროპასთან, ასევე ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე. ეს იყო იმ ქარტიის ნაწილი, რომელსაც 9იანვარს ამერიკასა და საქართველოს შორის მოეწერა ხელი. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტი.

ჩვენ გვაქვს 26 ქვეყანასთან დადებული ხელშკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებასთან დაკავშრებით. ამ ხელშეკრულებამ ხელი უნდა შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში.
მართალია, საქართველოს გარკვეულწილად შეეხო ეკონომიკური კრიზისი, რაც შეიძლება მომავალში უფრო რთულად აისახოს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩვენს რეგიონში არსებულ სხვა ქვეყნების მდგომარეობას, ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით უკეთეს მდგომარეობაშია, რაც საბანკო სექტორის მდგრადობამ და დონორების დახმარებამ განაპირობა. საქართველოს ეკონომიკა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მიმზიდველი საინვესტიციო გარემო ჩვენს რეგიონში.

ჩვენთვიოს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური ურთიერთობი. მინდა წარმატებები გისურვოთ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმის მსვლელობისას.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი