საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აჭარას ეწვია

17 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. მან დაათვალიერა ქობულეთის სანაპირო და ბათუმის სამხრეთით, ადლიასა და კვარიათი-სარფის სანაპირო ზოლზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

პრემიერ-მინისტრი ლეღვას თემის საკრებულოში დაესწრო ცხრაფონას ხიდის საზეიმო გახსნას. აგრეთვე ზურაბ ნოღაიდელმა მონაწილეობა მიიღო ხუცუბნის სკოლის საზეიმო გახსნაში.

აჭარაში სტუმრობისას ზურაბ ნოღაიდელმა, ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსს მეუფე დიმიტრისთან ერთად, მოინახულა ბათუმში არსებული უდედმამო ბავშვთა სახლი და მოხუცებულთა თავშესაფარი.
პრემიერ-მინისტრი თბილისში საღამოს დაბრუნდა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი