საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში ენერგოობიექტები მოინახულა

23 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ქვემო ქართლში იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრი თავდაპირველად აზოტის ქარხანას ესტუმრა. ზურაბ ნოღაიდელმა კმაყოფილება გამოთქვა ინვესტორის მიერ აზოტის ქარხანაში გაწეული სამუშაოების გამო და განაცხადა, რომ ქარხანას უზარმაზარი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია.

პრემიერ-მინისტრმა მოინახულა აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადი გენერაციის ობიექტები, რომელთა გამართულ მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს ენგურჰესის გაჩერების პერიოდში. ამჯერად სრულ მზადყოფნაშია მე-3, მე-4 და მე-9 ენერგობლოკები. მათზე სამუშაოები დასრულებულია.

გარდა ამისა, ზურაბ ნოღაიდელმა დაათვალიერა ახალი გაზის ტურბინა, რომლის მიერ გამომუშავებული სიმძლავრე 110 მეგავატს მიაღწევს.

ვიზიტის დასასრულს პრემიერ-მინისტმა "ხრამჰესი-2" დაათვალიერა. მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება და სრული დატვირთვით ამოქმედდება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი