საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი

14 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ფარმაცევტულ საწარმო "ავერსი-რაციონალ"-ს ეწვია.

ფარმაცევტული საწარმო "ავერსი-რაციონალ"-ის მშენებლობა 2003 წელს დაიწყო და მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით აშენდა. "ავერსი-რაციონალ"-ის ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს შიდა ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია უახლესი ამერიკული, იაპონური და ევროპული აპარატურით. ლაბორატორიაში დამონტაჟებულია ის მოწყობილობა, რომელიც ნედლეულის ქიმიური ანალიზის საშუალებას იძლევა.

საქართველოს მასშტაბით "ავერსი"-ს სააფთიაქო ქსელი 85-ზე მეტ ობიექტს შეიცავს, სადაც დღეისათვის 1400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.


საწარმოს მონახულების შემდეგ გაიმართა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ: "ავერსი-რაციონალი" არის XXI საუკუნის საწარმო. ვამაყობთ, რომ ასეთი საწარმო წარმოიქმნა და განვითარდა საქართველოში. უახლოეს პერიოდში კომპანია დაიწყებს საექსპორტი პროდუქციის წარმოებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა მრეწველობის, კონკრეტულ შემთხვევაში კი ფარმაცევტული მრეწველობის, განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ამას ემსახურება მთელი ჩვენი პოლიტიკა და კმაყოფილი ვარ, როდესაც ამ პოლიტიკის შედეგები სახეზეა".

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი