საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ორშაბათს, 17 აპრილს, დაიწყო პრემიერ-მინისტრ ბატონ ზურაბ ნოღაიდელის ოფიციალური ვიზიტი ქუვეიტში.

ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ქუვეიტის პრემიერ-მინისტრს შეიხ ალ-მუჰამედ ალ-აჰმად ალ-საბაჰს და მთავრობის წევრებს.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ისაუბრეს და განიხილეს რეგიონში შექმნილი მდგომარეობა.

შეხვედრის მთავარ თემას ეკონომიკური თანამშრომლობა წარმოადგენდა. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ქუვეითური კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობაზე. ისაუბრეს კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც 5-6 წლიან პერიოდზეა გათვლილი და საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ისახავს მიზნად. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესს და მასში ქუვეითელი ბიზნესმენების შესაძლო მონაწილეობას.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი