საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი საქართველოში რუმინეთის ელჩს შეხვდა

ორშაბათს, 1 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მიიღო რუმინეთის ელჩი საქართველოში ბატონი კონსტანტინ გირბეა.

ეს ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიზიტი იყო და შეხვედრა ძირითადად შემაჯამებელ ხასიათს ატარებდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთობებში არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები, ასევე შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის შესაძლებლობები. რუმინულმა მხარემ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ, კერძოდ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოში რუმინული კომპანიების საქმიანობის შესახებ და საქართველოს მთავრობის მხრიდან მათთვის მხარდაჭერა აღუთქვა. აღინიშნა, რომ ბათუმისა და კონსტანცის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა განვითარებას.

საუბრის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში გაწეული მუშაობისათვის და წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი