საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს შეხვდა

ოთხშაბათს, 10 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის კანცელარიაში მიიღო პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ბატონი ანდრჟეი ლეგოცკი, რომელიც თბილისში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოწვევით ჩამოვიდა.

საუბარი ძირითადად შეეხო ორი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიებს შორის ურთიერთობის საკითხებს. ზურაბ ნოღაიდელმა ასევე ილაპარაკა სახელმწიფოსა და მეცნიერებს შორის თანამშრომლობის საქართველოში არსებული გამოცდილების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა გაამახვილა ყურადღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემებში მიმდინარე რეფორმაზე, რომლის მთავარ მიზანს ამ სისტემების რესტრუქტურირება და ურთიერთდაახლოება წარმოადგენს. ზურაბ ნოღაიდელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმირების არსებული გეგმების თანახმად გათვალისწინებულია მიმართულებათა დაფინანსების მნიშვნელოვანი გაზრდა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი