საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ჩატარდა ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი

საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატამ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად, პრემიერ-მინისტრის პატრონაჟის ქვეშ 11-12 მაისს ჩაატარა ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი - „საქართველო ღვინის სამშობლო".

კონკურსი რვა ნომინაციაში იყო გამოცხადებული და მასში 25 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა: შპს „ქართული ღვინოების კომპანია", შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ", შპს „ვაზი+", შპს „ასკანელი ძმები", შპს „ალავერდი", შპს „ოქროს ხვანჭკარა", შპს „კახეთის ღვინის სახლი", შპს „გურჯაანის ღვინის მარანი", შპს „ვაზი - 1", სს „ვაზიანი", სს „ბაგრატიონი 1882", შპს „მანავის ღვინის მარანი", შპს „ქართული ლეგენდა", შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია", სს „თბილღვინო", სს „თელიანი ველი", შპს „ღვინის კომპანია შუმი", შპს „ტფილისის მარანი" შპს „კახური ტრადიციული მეურნეობა", სს „კორპორაცია ქინძმარაული", შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS", სს „თელავის ღვინის მარანი", შპს „ვაინმენი", შპს „ვინოტერა", „ტარო ინვესტი".

წარმოდგენილი ღვინოების შეფასება მოხდა „ბრმა მეთოდით". კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იყო ცნობილი საერთაშორისო ღვინის ექსპერტებით სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდანაც.

ტომ კანავანი - (დიდი ბრიტანეთი);

როზმარი ჯორჯი - (დიდი ბრიტანეთი);

ანატოლი იალენეცკი - (უკრაინა);

ნუგზარ ქსოვრელი - (საქართველო);

ქრისტიან კალეკი - (საფრანგეთი ჰოლანდია);

ოლეგ ფილიპოვი - (რუსეთი);

გამარჯვებული ღვინოები დაჯილდოვდნენ სპეციალურად შექმნილი პრიზებით და მედლებით. კონკურსში მონაწილე სხვა წარმატებული ღვინოები კი - სპეციალური დიპლომებით.
კონკურსის ჩატარების მიზანს ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. გარდა ამისა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის პროპაგანდა და საქართველოს, როგორც მეღვინეობის უძველესი ქვეყნის, პრომოუშენი.
მსგავსი ღონისძიებები ქვეყანაში ღვინის მოხმარების კულტურას აამაღლებს და ხელს შეუწყობს მწარმოებლებს შორის ჯანსაღ კონკურენციას და პროდუქციის ხარისხის ამაღლებას.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი