საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ზურაბ ნოღაიდელი 18 მაისს სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა

პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა გლობალური უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფრენციზე: "21-ე საუკუნეში მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის". კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ევროპის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ვიზიტის დროს ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს (Frank-Walter Steinmeier) და შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვოლფგანგ შოიბლეს (Wolfgang Schäuble).

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 20 მაისს ბერლინიდან სამუშაო ვიზიტით ლონდონში გაემგზავრება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი