საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარასკევს, 9 ივნისს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მიიღო ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუსეინ ამინიან თუსი. ეს ელჩის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა იყო და ძირითადად შემაჯამებელ ხასიათს ატარებდა.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2006 წლის განმავლობაში იგეგმება ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება.

საუბრის დასასრულს, ზურაბ ნოღაიდელმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში გაწეული სამუშაოსათვის და წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი