საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ენერგოობიექტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების პრივატიზაცის შედეგები

ენერგოობიექტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების ტენდერიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 317 მილიონ დოლარზე მეტი თანხა შევა. ასეთი მაჩვენებლით დასრულდა 16 ივნისს მთავრობის კანცელარიაში გამართული ტენდერი, სადაც ენერგოობიექტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების საპრივატიზაციო წინადადება რვა კომპანიამ წარმოადგინა. ესენია TBC Energy Group; Laxtron; Energo pro; United service LLP; Inter Rao; Geo Steal; Falkon Capital; Sb Energy.

20 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დაასახელა გამარჯვებული კომპანიები - „Energo pro" და "TBC Energy Group", რომელთაც ყველაზე ხელსაყრელი პირობები წარმოადგინეს.

Energo pro

ძევრულჰესი - 20 000 000 დოლარი;

ლაჯანურჰესი - 66 500 000 დოლარი;

გუმათჰესი - 45 000 000 დოლარი;

შაორჰესი - 16 000 000 დოლარი;

რიონჰესი - 44 700 000 დოლარი;

აწჰესი - 5 120 000 დოლარი.

საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია - 85 000 000 დოლარი;

აჭარის ენერგოკომპანია - 30 000 000 დოლარი.

რაც შეეხება კახეთის სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას, მისი მფლობელი ხდება "TBC Energy Group" (თი-ბი-სი ენერჯი გრუპ), რომელიც ამ ობიექტში გადაიხდის დაახლოებით 5 მლნ 100 ათას დოლარს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი