საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი კარელ დე გუხტს შეხვდა

ხუთშაბათს, 23 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მოქმედ თავმჯდომარეს, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ კარელ დე გუხტს (Karel De Gucht).

საუბარი შეეხო ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობას. სტუმარმა ისაუბრა ცხინვალის რეგიონში თავისი სტუმრობის შთაბეჭდილებების შესახებ. მისი განცხადებით, რეგიონის ინფრასტრუქტურა მეტად სავალალო მდგომარეობაშია და მისი აზრით, დონორთა კონფერენციის შედეგად მოძიებული სახსრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიტუაციის გამოსწორებაში. მხარეთა აზრით, აუცილებელია უახლოეს დროს დაიწყოს რეაბილიტაციის პროექტების იმპლემენტაცია. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა გამოიყოს დამატებითი თანხა რეგიონის რეაბილიტაციის დასაფინანსებლად. ზურაბ ნოღაიდელმა გამოთქვა იმედი, რომ ეკონომიკური პროექტების წარმატებული განხორციელება შექმნის ხელსაყრელ გარემოს, რათა მხარეებმა სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე მიაღწიონ შეთანხმებას.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი