საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი იმერეთს ეწვია

6 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იმერეთის რეგიონს ეწვია.

ზურაბ ნოღაიდელმა პირველად სოფელ სვირის იმ საშუალო სკოლის მშენებლობა დაათვალიერა, რომელშიც სექტემბრიდან 550 მოსწავლე მიიღებს განათლებას. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი სამტრედიას ეწვია, სადაც მან ახლადდამთავრებული ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა, ასევე ქალაქში მშენებარე ტაძრისა და მე-11 საშუალო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოებსაც გაეცნო.

წყალტუბოში პრემიერ-მინისტრმა №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა.

რეგიონში სტუმრობისას ზურაბ ნოღაიდელი ასევე გაეცნო ქალაქ ქუთაისში გზების კაპიტალური შეკეთების, გარე განათების, 32-ე სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციისა და ახალგაზრდობის პროსპექტზე სპორტული კომპლექსის მშენებლობის სამუშაოთა მიმდინარეობას.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო 2006 წელს იმერეთის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაციას.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი