საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სტუმრობა კახეთში

7 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი კახეთს ეწვია. ვიზიტის მთავარი მიზანი რეგიონში დაწყებული რთვლის მიმდინარეობის გაცნობა იყო. თელავის რაიონის სოფელ კონდოლში პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის მინისტრ მიხეილ სვიმონიშვილთან ერთად რთველში მიიღო მონაწილეობა.

ზურაბ ნოღაიდელმა აგრეთვე დაათვალიერა ,,თელავის ღვინის მარანი" -ს ქარხანა, ხოლო გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში გლეხებს პირადად დაურიგა მიწის პასპორტები, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და გურჯაანში რთველთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის მუშაობას გაეცნო.

დღის ბოლოს პრემიერ-მინისტრი კახეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულსა და გამგებლებს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი