ვარდების რევოლუციის სამი წლისთავთან დაკავშირებით წამოწყებული საქველმოქმედო აქცია განხორციელდა. 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანამშრომლები (მანანა კარტოზია, გიორგი მაისაშვილი, ფრიდონ პეტრიაშვილი, თეა რუსია, ეთერ ტურაშვილი, თათია ღრუბელაშვილი, ნინო ჩხეიძე) ახალციხის N7 საჯარო სკოლას ესტუმრნენ. ეს პანსიონატი სიშორის პრინციპით შეირჩა.
სკოლას აქვს პანსიონური მომსახურება. იქ 45 ბავშვია მოთავსებული, მათ შორის არიან ოლიგოფრენიით დაავადებული ბავშვები, ძირითადად კი ახასიათებთ მცირედი გონებრივი შეზღუდულობა, ამდენად, სკოლაში გაიოლებული პროგრამით სწავლობენ, მხოლოდ რამდენიმე ბავშვი დადის სრულფასოვან სკოლაში. ყოფითი თვალსაზრისით სკოლაში ნორმალური პირობებია, აქვთ სახელმწიფო დაფინანსება და ჰყავთ სპონსორები.
სკოლის დირექტორთან ლალი კარკაძესთან საუბრის შემდეგ არაერთი პრობლემატური საკითხი გამოიკვეთა. კონსულტაციები გაიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა ზრუნვის სამმართველოს უფროსთან თამთა გოლუბიანთან (მისი თანამშრომელი მაკა ვარდოსანიძე თან ახლდა ჯგუფს ახალციხეში სტუმრობისას). ამ ეტაპზე მიზანშეწონილად ჩაითვალა პანსიონატისათვის გარკვეული სახის ორგანიზაციული ტექნიკით დახმარება (მაცივარი) და ტბილეულისა და ხილის ჩატანა.
საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი