საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი გურიის მხარეს ესტუმრა

17 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გურიის მხარეში ჩავიდა. მან დაათვალიერა სოფელ ქვენობანში და სოფელ ხევში მშენებარე სკოლები, გაეცნო ჩოხატაურ-ოზურგეთის და ოზურგეთ-ურეკის გზების რეაბილიტაციის, ასევე ოზურგეთში წყალსადენისა და მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობას, ეწვია კერამიკულ ქარხანას და დაათვალიერა იტალიაში საექსპორტოდ განკუთვნილი პროდუქცია.

- ,,პირველ რიგში, აღსანიშნავია გურიაში ახლად გახსნილი საწარმოები, სადაც დასაქმდება 750 ადამიანი, ეს კი გურიისა და, საერთოდ, საქართველოს ეკონომიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ასევე აღსანიშნავია რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ინვესტიციების განხორციელება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი