საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ახლად დანიშნული მინისტრები წარადგინა

31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი დავით ჩანტლაძე წარუდგინა. იგი აქამდე ამავე სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე იყო. პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განხორციელებული რეფორმები. ,,პრეზიდენტი და მე კმაყოფილები ვართ იმ რეფორმებით, რომლებიც ამ ბოლო პერიოდში გატარდა სამინისტროში, განსაკუთრებით კი იმ კომუნიკაციით საზოგადოებასთან, რომელიც ამ სფეროში ბოლო პერიოდში დამყარდა", - თქვა ზურაბ ნოღაიდელმა. თავის მხრივ, დავით ტყეშელაშვილმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს თანამშრომლებს სამსახურისათვის და ახალ მინისტრს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახლად დანიშნული მინისტრი დავით ტყეშელაშვილი წარადგინა. ზურაბ ნოღაიდელმა მადლობა გადაუხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილ მინისტრს ვლადიმერ ჭიპაშვილს გაწეული მუშაობისათვის: ,,დიდი მადლობა იმ თანამშრომლობისთვის, რაც ჩვენ გვქონდა. ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სფერო დატვირთული იყო რეფორმებით. დარწმუნებული ვარ, რეფორმები, რომლებიც გადამწყვეტ ფაზაში შედის, წარმატებულად იქნება ბოლომდე მიყვანილი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი