სოფლის მეურნეობის სამინისტროს 349 ახალი ტრაქტორი გადაეცა

მანქანა-დანადგარების განახლების ხელშეწყობის"- ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს 349 ახალი ტრაქტორი გადაეცა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი დაესწრნენ.

ტრაქტორები მუნიციპალიტეტებს, შემდგომში კი მოსახლეობას, საკონკურსო წესით გადაეცემა. - ,,ეს არის სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების განახლების ხელშეწყობის პროგრამის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც ჩვენს მთავრობას აქვს დაგეგმილი და რომელსაც გეგმაზომიერად ახორციელებს. ტრაქტორები მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ, სადაც საკონკურსო წესის საფუძველზე მოხდება მათი შემდგომი გადანაწილება. ტრაქტორები გადაეცემათ იმ ამხანაგობებს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, ვინც გაიმარჯვებს პროგრამა ,,იაფი კრედიტის" კონკურსში. ეს, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის თვალსაზრისით, წინგადადგმული ნაბიჯია. 2008 წლის გაზაფხულზე დამატებით კიდევ ხუთას ახალ ტრაქტორს შემოვიყვანთ. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს ზოგადად სოფლისა და კერძოდ, სოფლის მეურნეობის აღორძინებას", - აღნიშნა ვლადიმერ გურგენიძემ.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი