-
2021-09-16 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ახალი ალბომის პრეზენტაცია გამართა სახელწოდებით - „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“
საქართველო რელიგიური მრავალფეროვნების ქვეყანაა, რომელიც გამორჩეულია ტოლერანტობისა და თანამშრომლობის დიდი ისტორიით. სწორედ ამ ტრადიციის განვითარებისა და გაძლიერებისთვის 2014 წელს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეიქმნა - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალი ალბომის „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით" პრეზენტაციაზე განაცხადა.
-
2021-09-16 პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია.
-
2021-09-16 ირაკლი ღარიბაშვილი - როდესაც დავინიშნე თავდაცვის მინისტრად, განვაცხადე, რომ დავიწყებდით სუ-25-ების განახლების პროექტს - დღეს სახეზეა 4 აღდგენილი სუ-25, რომელიც მოდერნიზებული და აღდგენილია ჩვენი ძალებით
როდესაც დავინიშნე თავდაცვის მინისტრად, პარლამენტში დამტკიცების დღეს განვაცხადე, რომ ჩვენი ძალებით აღვადგენდით და დავიწყებდით სუ-25-ების განახლების პროექტს; თქვენ დღეს სახეზე გაქვთ წარმოდგენილი 4 აღდგენილი სუ-25, რომელიც სრულიად მოდერნიზებული და აღდგენილია ჩვენი ძალებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის" ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმო თავდაცვის მინისტრთან ერთად დაათვალიერა და საჩვენებელ ფრენას დაესწრო.