საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია ამოსაბეჭდი ვერსია

2021-09-16

.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია. მთავრობის მეთაური "ფაიზერის" მეორე დოზით დღეს აიცრა. ვაქცინაცია ირაკლი ღარიბაშვილს ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინების უსაფრთხოებას, ვაქცინაციის მნიშვნელობას პანდემიის დამარცხების პროცესში და მოქალაქეებს პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური