-
2021-05-05 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგას, ალი ასადოვს შეხვდა
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერების შესაძლებლობებზე და განიხილეს ის ისტორიული პროექტები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ერთობლივად განხორციელდა.
-
2021-05-05 ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის საუკუნოვან, მეგობრულ ურთიერთობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
-
2021-05-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალიევის საფლავი და მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი მიაგო.
-
2021-05-05 ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლა.