-
2020-01-22 გლობალური ენერგეტიკული კომპანია ENEL-ი ენერგეტიკის სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში სპეციალურ ჯგუფს გააგზავნის
გლობალური ლიდერი მულტინაციონალური ენერგეტიკული კომპანია ENEL-ი ენერგეტიკის სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში სპეციალურ ჯგუფს გააგზავნის,- აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანჩესკო სტარაჩიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას მიიღო, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2020-01-22 საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეებისა და ექსპორტის პოტენციალის შეფასების დეტალური დოკუმენტი, შესაძლოა, Siemens Energy-სთან პარტნიორობით შეიქმნას
საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეებისა და ექსპორტის პოტენციალის შეფასების დეტალური დოკუმენტი, რომელიც სატრანსპორტო და სატრანზიტო ასპექტებს სრულად დაფარავს, შესაძლოა, გერმანულ კონგლომერატ Siemens Energy-სთან პარტნიორობით შეიქმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და Siemens Energy-ის აღმასრულებელი დირექტორისა და Siemens AG-ის მმართველი ბორდის წევრის მაიკლ სენის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2020-01-22 გიორგი გახარია დავოსში ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
-
2020-01-22 საქართველოსა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სლოვენიელ კოლეგას, მარიან შარეცს შეხვდა.
-
2020-01-22 გიორგი გახარიამ ხორვატ კოლეგასთან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების პროცესი განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსში ხორვატ კოლეგას ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდა. საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოსა და ხორვატიას შორის თანამშრომლობას, ასევე - აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით ახალ ხედვას შეიმუშავებს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ სამიტი ევროკავშირის საბჭოში ხორვატიის პრეზიდენტობის პერიოდში იმართება.
-
2020-01-22 ლატვიის პრეზიდენტი გიორგი გახარიას - ლატვია საქართველოს გვერდით დგას ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვაში
ლატვია საქართველოს გვერდით დგას ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვაში და განაგრძობს გამოცდილების გაზიარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2020-01-22 გიორგი სახოკია - საჯარო მმართველობის სისტემის განვითარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე
სასტუმრო „რუმსში" პროექტის - საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი გიორგი სახოკია დაესწრო.
-
2020-01-22 მსხვილი ბრიტანული კომპანია OneWeb-ი დაინტერესდა საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით, რომლითაც რეგიონს დაფარავს
გლობალური კომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული სტარტაპ კომპანია OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით არის დაინტერესებული, რომლითაც რეგიონს დაფარავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და OneWeb-ის აღმასრულებელი დირექტორის ადრიან სტეკელის შეხვედრისას აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2020-01-22 “კოკა-კოლას” ვიცე პრეზიდენტი - საქართველოს საინვესტიციო გარემო არის ძირითადი მოტივატორი ქვეყანაში დამატებითი საწარმოო ხაზის შექმნისა და ბიზნესის გაფართოებისთვის, ვაგრძელებთ კაპიტალდაბანდებას საქართველოში
"კოკა-კოლა" დაინტერესებულია რეგიონში წარმოების გაფართოებით და განაგრძობს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და "კოკა-კოლას" ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ გოლცმენის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.