საქართველოს მთავრობა – სიახლეები

გიორგი სახოკია - საჯარო მმართველობის სისტემის განვითარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2020-01-22

-

სასტუმრო „რუმსში" პროექტის - საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი გიორგი სახოკია დაესწრო. როგორც სახოკიამ განაცხადა, საჯარო მმართველობის სისტემის განვითარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. 
მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით დაიწყო 2015 წელს საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმა, რომელიც მოქნილი და ეფექტური სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

სახოკიას განცხადებით, განვითარდა პოლიტიკის დაგეგმვის სისტემა, ძალაში შევიდა საქართველოს ორი მნიშვნელოვანი კანონი - „საჯარო სამსახურის შესახებ" და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ". ასევე, ქვეყნის მასშტაბით დაიწყო სახელმწიფო სერვისების მიწოდების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე,  IRC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი გაბრიელაშვილმა და  საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა ნინო სამველიძემ.