-
2020-01-21 პრემიერ-მინისტრმა დავოსში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში - “ახალი ხედვა ევროპისა დ აზიისთვის - პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის”
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში - "ახალი ხედვა ევროპისა და აზიისთვის - პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის".
-
2020-01-21 პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.
-
2020-01-21 გიორგი გახარია დავოსში ესტონელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ესტონელ კოლეგას, იური რატასს შეხვდა.
-
2020-01-21 პრემიერ-მინისტრი დავოსში ახალგაზრდა ქართველი სტარტაპერების პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსში ახალგაზრდა ქართველი სტარტაპერების პრეზენტაციას დაესწრო.
-
2020-01-21 პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვას პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
ლიეტუვა საქართველოს ახლო მეგობარი და მოკავშირეა და ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ თქვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2020-01-21 პანელური დისკუსია - „უთანასწორობის დაძლევა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოპანელური დისკუსია - „უთანასწორობის დაძლევა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“
მთავრობის ადმინისტრაციის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, თემაზე -„უთანასწორობის დაძლევა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" პანელური დისკუსია გაიმართა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა გახსნეს.
-
2020-01-21 საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრებმა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს
საქართველოსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის მდიდარი პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში და მის სრულად ათვისებას შავი ზღვის რეგიონის სამეზობლოსთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2020-01-21 პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. მთავრობის მეთაური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი სიმონეტა სომარუგა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
-
2020-01-21 EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გახარიას - საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის
საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის; ძალიან მოგვწონს რეფორმები და მათი უწყვეტი მიმდინარეობა, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ რიგტერინქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.