-
2019-09-19 რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
-
2019-09-19 პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის საერთაშორისო ფორმატებში მაღალ დონეზე დაყენების მნიშვნელობაზე ესაუბრა
საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით აფასებს გერმანიის მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე და მზად არის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-09-19 2019 წლის 19 სექტემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.
-
2019-09-19 მთავრობა გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გეგმას განიხილავს
გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის შემდეგ თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი შეემატება და თითოეული მოქალაქისთვის კომფორტული სივრცე შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2019-09-19 გიორგი გახარია რთველზე - მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად გამოწვევებისა, მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს.
-
2019-09-19 გიორგი გახარია - 2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე, მკაცრად გაკონტროლდება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება
2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და ყველამ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.