-
2019-09-13 გიორგი გახარიამ ტოივო კლაართან შეხვედრაზე ოკუპირებულ ახალგორსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში მიმდინარე პროცესები განიხილა
ოკუპირებულ ახალგორში ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვასა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2019-09-13 პოლონეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა
პოლონეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე მათეუშ მორავიეცკიმ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა.
-
2019-09-13 გიორგი გახარია გუბერნატორებს - აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და კეთილსინდისიერად, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება
რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან - ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-09-13 ჩეხეთის პრემიერი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
-
2019-09-13 შვეიცარიის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა
შვეიცარიის პრეზიდენტმა ული მაურერმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა.
-
2019-09-13 2019 წლის 13 სექტემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.
-
2019-09-13 გიორგი გახარია - ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა
ახალ მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერები მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი იქნებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.