საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პოლონეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-09-13

პოლონეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე მათეუშ მორავიეცკიმ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა.

მილოცვის წერილში ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ასევე აღნიშნულია, რომ პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა, თვენი თავმჯდომარეობით, გააკეთებს ყველაფერს საქართველოს პოზიციების საერთაშორისო არენაზე განსამტკიცებლად და ქვეყნის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ასოცირების შეთანხმების ამბიციური დღის წესრიგის თანმიმდევრული განხორციელებით და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებით. მჯერა ასევე, რომ თქვენს მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება ხელს შეუწყობს პოლონურ-ქართული ტრადიციულად ნაყოფიერი თანამშრომლობის გაძლიერებასა და დინამიურ განვითარებას და სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს. გისურვებთ წარმატებებს საქართველოს დამოუკიდებლობის გაძლიერების და მორიგი სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების ჩატარების მიმართულებით, რომელიც კეთილდღეობას მოუტანს საქართველოს ყველა მოქალაქეს", - აღნიშნულია მილოცვის წერილში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური