-
2019-03-22 პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში
დღეს პირველად ვხვდებით ინტერპელაციის ფორმატში, რაც სრულიად ახალი პლატფორმაა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობაში. დიახ, ამ ფორმატის შემოღება ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი, მეტიც, ჩვენ ეს კონსტიტუციურ ნორმად ვაქციეთ. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ეს არის პატივისცემის გამოხატულება ჩვენი საზოგადოების მიმართ, დიახ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება, წარვდგეთ საქართველოს პარლამენტის წინაშე და ყველა კითხვას გავცეთ პასუხი.
-
2019-03-22 პრემიერ-მინისტრმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ყაზახეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს პრეზიდენტის უფლებამოსილების დაკისრება მიულოცა.
-
2019-03-22 მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელმა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე კონფერენცია გახსნა
ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არსებული გამოწვევები და მიღწევები და ლანსაროტის კონვენციის ეფექტიანი განხორციელება საქართველოში იყო მთავარი თემები კონფერენციაზე, რომელიც თბილისში მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან თანამშრომლობით გაიმართა.